30-07-2019
გურჯაანში, კურორტ "ახტალას" ტერიტორიაზე 22 წლი ბიჭი ჩამომხრჩვალი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
გარდაცვლილი ბიჭი სოფელ ახაშნის მკვიდრია.
სუიციდის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
შემთხვევის ადგილზე, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები და ექსპერტები მუშაობდნენ.
ცხედარი ამ დროისთვის გურჯაანის პტოზექტურაში გადაასვენეს. ფაქტზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.