გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დღეიდან დიდი მარხვა დაიწყო

19-02-2018

დღეიდან აღდგომის მარხვა (დიდი მარხვა) დაიწყო. 

დიდი მარხვა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის მზადებას წარმოადგენს. 

დიდი მარხვა აღდგომიდან 7 კვირით ადრე იწყება და განსაკუთრებით მძიმეა. მარხვის დროს არ შეიძლება ხორცისა და რძის ნაწარმის მიღება, ხოლო თევზით ხსნილი მხოლოდ ხარებისა და ბზობის დღესასწაულებზეა. ამასთან, მოძღვრის კურთხევით, მარხვის პირველ კვირაში მორწმუნეები უზეთო საკვებს მიიღებენ.

გუშინ საღამოს ყველა ტაძარში საგანგებო ღვთისმსახურება ჩატარდა, რომლის დროსაც შენდობის ლოცვები წაიკითხეს.

საღმრთო მსახურება სამებაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა აღავლინა. ილია მეორემ მრევლი დალოცა და ერთმანეთის შენდობისკენ მოუწოდა.

„ღმერთო მამაო ძე ღვთისაო და სულო წმინდაო, შეუნდე ერს.

ღმერთო შეუნდე მთავრობასა და მხედრობასა ჩვენსა, ღმერთო შემინდა მე ცოდვილსა, ღმერთმა სინალულის მარხვა გაგატარებინოთ და ბედნიერი აღდგომა გაგითენოთ“- ბრძანა პატრირქმა.


დიდი მარხვა 8 აპრილს, უფლის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულზე დასრულდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031