31-07-2019
პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი
ამბობს, რომ ნარკორეალიზატორებთან ბრძოლა, მისი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. როგორც მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, შსს-ს ხელმძღვანელების კონპეტენცია და მათი პრინციპულობა ამ პრობლემის მოგვარების, კონკრეტული მიზნის გეგმაზომიერად განხორციელება უკვე ყველასთვის თვალსაჩინოა.
„შსს-ს პრინციპული, შეურიგებელი ბრძოლა ნარკორეალიზატორების მიმართ და სამინისტროს მიერ განხორციელებული მთელი რიგი ღონისძიებები ერთობლიობაში გვაძლევს შედეგს, კიდევ ერთხელ დავარწმუნოთ ჩვენი საზოგადოება, რომ ამ პრობლემის გადაჭრა ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. შსს-ს ხელმძღვანელების კონპეტენცია და მათი პრინციპულობა ამ პრობლემის მოგვარების, კონკრეტული მიზნის გეგმაზომიერად განხორციელება უკვე ყველასთვის თვალსაჩინოა.
სწორედ ესეთი სახის პრევენციული ღონისძიებებით და შეურიგებელი ბრძოლით ნარკორეალიზატორების მიმართ, ასევე სხვადასხვა უწყებების, სამინისტროების, პარლამენტის და თითოეული ჩვენგანის ჩართულობით მოსახლეობის ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და პოპულარიზაციის მიზნით, ის რომ სპორტი უნდა იყოს ხელმისაწვდომი თითოეული მოქალაქისათვის და აგრეთვე დაგეგმილი მთელი რიგი ღონისძიებებით შევძლებთ მინიმუმამდე შევამციროთ ის რისკ ფაქტორები რომელიც საფუძველი შეიძლება იყოს ხელი შეუწყოს ჩვენს მოქალაქეების ამ სენით დაავადებისათვის“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა
დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 6 პირი დააკავა, მათ შორის 4 მსხვილი ნარკორეალიზატორია - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი,
შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ნარკორეალიზატორებისა და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას.
ბოლო პერიოდში სამართალდამცველებმა მსხვილი ნარკორეალიზატორები დააკავეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.
აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 1 იანვრიდან დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ამოღებულია: 21 კილოგრამი "ჰეროინი", 7000 აბი "სუბუტექსი" და "სუბოქსინი", 3200 აბზე მეტი "ექსტაზი", 8.8 კილოგრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, 1 კილო და 900 გრამი "კოკაინი" და 900 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები.