გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზომბების შვიდმაგი სტანდარტი - POSTV შეკვეთილში მიმდინარე აქციის მონაწილეებს და „რუსთავი-2“-ს სიცრუეში ამხელს

31-07-2019

„ასეთი შვიდმაგი სტანდარტი რომ გაქვთ, ამიტომ წააგებთ ყველა ბრძოლას ნაცებო და მათთან გათანაბრებულო ენჯეოშნიკებო“ - ამბობს ინტერნეტტელევიზია POSTV-ის „მედიარენდგენის“ ავტორი და წამყვანი შალვა რამიშვილი.

„მედიარენდგენი“ შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან მიმდინარე აქციების მონაწილე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს სიცრუეში ამხელს.

საუბარია ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, სადაც აქციის მონაწილეები იუწყებოდნენ, თითქოს უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, ბიძინა ივანიშვილის სახლთან ტყვიაგაუმტარი მინები მიიტანეს.

„მედიარენდგენმა“ გაარკვია, რომ სინადვილეში ეს შუშები დაშლილი აკვარიუმის კედლებია და წლებია, იქ დევს.

„ამას წინათ შოთა უტიაშვილმა წამოროშა რუსეთთან ომმა საქართველოს შვება მოუტანაო. მის სახლთან მეორე დღეს მოქალაქეთა ჯგუფი შეიკრიბა, რომელმაც ეს სიბინძურე გააპროტესტა. უნდა გენახათ ჩვენი ოპოზიციისა და ენჯეოშნიკების ერთობლივი ქორო, რომელიც ერთხმად აყვირდა საცხოვრებელ სახლთან აქციის გამართვა როგორ შეიძლებაო და ეს ზომბები რომ ყოველღამე შაბაშებს აწყობენ მოსულა? ეს ქცევა მოსულა?თუმცა, ეს ხომ ბიძინას სახლთან ხდება ანუ ეს ადამიანის უფლებების დარღვევა კი არა - ოლიგარქთან ბრძოლის მეთოდია“- ამბობს შალვა რამიშვილი.

https://www.youtube.com/watch?v=S_49_60HrFw&feature=youtu.be

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930