1-08-2019
უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი ამბობს, რომ მას „თიბისი“ ბანკთან დაკავშირებით საინტერესო მონაცემები გადასცეს. ამის შესახებ ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს.
„საინტერესო მონაცემები გადმომცეს: 6 აპრილს, მას შემდეგ, რაც სერიოზული ბრალდების გამო ხაზარაძე-ჯაფარიძე აქციონერთა საბჭომ “თიბისი ბანკის” მმართველობას ჩამოაცილა, ლონდონის ბირჟაზე “თიბისი ბანკის” აქციები 33%-ით გაიზარდა; 24 ივნისს, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ისინი “TBCBANK Group PLC”-ში განაგრძობდნენ საქმიანობას, “თიბისი ბანკის” აქციები კვლავ გაუფასურდა; 25 ივლისს ხაზარაძე-ჯაფარიძის მიერ “TBCBANK Group PLC”-ის დატოვების შემდეგ კი “თიბისის” აქციების ღირებულება ისევ 11%-ით გაიზარდა და სტაბილურ ნიშნულს დაუბრუნდა“, - წერს ვოლსკი სოციალურ ქსელში.