გაიგე განსხვავებული

პარასკევი, აგვისტო 22, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქობულეთში ცოლმა ქმარი დაჭრა

19-02-2018

ქობულეთში, სოფელ ოჩხამურში ცოლმა ქმარი დანით დაჭრა.

31 წლის კაცს დაზიანებები გულკერდისა და მუცლის არეში აქვს მიყენებული. ის რეანიმაციაშია მოთავსებული.

ექიმების შეფასებით მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ფაქტი გუშინ მოხდა, სავარაუდო მიზეზად ურთიერთშელაპარაკება სახელდება.

გამოძიება მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობა. ქალი დაკავებული არ არის, როგორც შს სამინისტროში განაცხადეს მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები სასამართლო განჩინების მოსაპოვებლად, რის შემდეგაც დაკავდება სავარაუდო დამნაშავე.

ცოლქმარს სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031