გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ლაგოდეხში“, „სადახლოსა“ და „ნინოწმინდაში“ არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

19-02-2018

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ლაგოდეხი” და „ნინოწმინდა“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეების დ.ა-ს და ხ.მ-ს ფიზიკური დათვალიერებისას, არადეკლარირებული სიგარეტი (920 ღერი) აღმოაჩინეს. 
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289 მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, ჩამოერთვათ საქონელი და ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.
არადეკლარირებული აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული სიგარეტის (13,800 ღერი) ქვეყნის საზღვარზე, უკანონოდ შემოტანის კიდევ ერთი ფაქტი დაფიქსირდა, 18 თებერვალს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“. 
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930