გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ბეშუმში სახალხო დღესასწაულზე ჩასულ პრემიერ-მინისტრს აქციით დახვდნენ

4-08-2019

ბეშუმში სახალხო დღესასწაულ „შუამთობის“ ოფიციალური ღონისძიების პარალელურად, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ესწრებოდა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.


აქციის მონაწილეებს ბანერი ჰქონდათ გაშლილი წარწერით „გახარია წადი“. მათ ბანერი მინდორზე გამოფინეს. მას შემდეგ კი, რაც პრემიერმა კონცერტიდან სპორტულ ღონისძიებებზე გადაინაცვლა, აქციის მონაწილეები მისკენ დაიძრნენ, თუმცა სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს, რასაც მცირედი დაპირისპირება მოჰყვა.


„ჩვენ ვცდილობდით მამუკა ბახტაძესთან მიახლოებას და იმის თქმა, რომ გიორგი გახარია უნდა წავიდეს, თუმცა სრულიად უკანონოდ პოლიციამ გადაადგილების საშუალება არ მოგვცა“, – ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ხელვაჩაურის საკრებულოდან მიშა ბოლქვაძე.

დღესასწაულზე მყოფი მოსახლეობის ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის“ აქციას უკმაყოფილო შეხვდა.


„თქვენ მოაწყვეთ სამარცხვინო ამბავი და ჩრდილი მიაყენეთ ჩვენ სტუმართმოყვარეობას“, – მიმართა აქციის მონაწილეებს ერთ-ერთმა ადგილობრივმა ქალბატონმა.


აქცია მას შემდეგ დაიშალა, რაც მამუკა ბახტაძემ კურორტი ბეშუმი დატოვა.



https://1tv.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031