გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აფხაზეთის მე-2 საჯარო სკოლაში გურამ დოჩანაშვილთან შეხვედრა გაიმართა

19-02-2018

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებითა და მხარდაჭერით ჯუმბერ ბეთაშვილის სახელობის აფხაზეთის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეთათვის მწერალ გურამ დოჩანაშვილთან შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი ირინა ქეცბა , აფხაზეთიდან დევნილი პედაგოგები, აფხაზეთის მთავრობის აპარატისა და აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ვახტანგ ყოლბაიამ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და გურამ დოჩანაშვილის ღვაწლზე ისაუბრა.
მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მინი-სპექტაკლი მოთხრობიდან „მთის გადაღმა" წარმოადგინეს. ასევე, წაიკითხეს გურამ დოჩანაშვილის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები და ამონარიდები მისი შემოქმედებიდან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031