გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, აპრილი 02, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა ნათელაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის

22-12-2017

„ლეიბორისტული პარტიის“ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ის მომავალ წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს. 
ამის შესახებ შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. 
„ბევრი ვიფიქრე როგორ მიმელოცა ჩემი ხალხისთვის ახალი წელიწადი და შობა. დღეს იმაზე დიდი მილოცვა, ვიდრე თავგანწირული ბრძოლისთვის მზადყოფნის გამოხატულებაა, ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს. მომავალ წელს ტარდება უკანასკნელი საპრეზიდენტო არჩევნების ხალხის მონაწილეობით. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს არჩევნები უკანასკნელი იყოს ოლიგარქებისთვის. ამდენად, არჩევნებამდე 10 თვით ადრე მე ვიღებ პასუხისმგებლობას და ვაცხადებ ჩემი ქვეყნის და მსოფლიოს გასაგონად, რომ ვიწყებ პრეზიდენტობისთვის ბრძოლას“ - განაცხადა ნათელაშვილმა. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930