გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს საგარეო უწყებაში გენერალური დირექტორატი შეიქმნება

19-02-2018

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაგეგმილი სტრუქტურული და ინსტიტუციური რეფორმების შესახებ ისაუბრა. მინისტრმა დეპუტატებს ინფორმაცია მიაწოდა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შერწყმის პროცესზე.

მინისტრის განცხადებით საგარეო საქმეთა სამინისტროში შეიქმნება ახალი ტიპის სტრუქტურა - გენერალური დირექტორატი, რაც ახალი სიტყვაა სახელმწიფო სამსახურში. „ეს არის ახალი, ევროპული ტიპის სტრუქტურა და პირველად საქართველოს სახელმწიფო სამსახურის ისტორიაში შეიქმნება- ევროკავშირთან ინტეგრაციის გენერალური დირექტორატი, რომელიც მოიცავს რამდენიმე დეპარტამენტს, მათ შორის იმ დეპარტამენტებს, რომელიც შერწყმის შედეგად შემოგვიერთდა და ასევე საგარეო უწყებაში არსებულ დეპარტამენტებს. იქმნება მყარი და ძლიერი სტრუქტურა რომელიც არ იქნებადამოკიდებული პოლიტიკურ რყევებზე, ჩვენ გვყავს ის თანამშრომლები და გვაქვს ის ინსტიტუციური მეხსიერება, რომლებიც არ ექვემდებარებიან პოლიტიკურ ცვალებადობას, არიან თავისი საქმის პროფესიონალები და ჩვენ მათ აუცილებლად შევინარჩუნებთ“-განაცხადა ჯანელიძემ.

მან ასევე ისაუბრა ინსტიტუციურ რეფორმებსა და ინიციატივებზე. როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ასევე იქნება ერთ-ერთი პირველი საჯარო სტრუქტურა საერთაშორისო ასპარეზზე, რომელიც აქტიურად დანერგავს ინტერნეტ ტექნოლოგიებს დიპლომატიაში. მინისტრის ინფორმაციით ამ მიმართულებით არსებული ცალკეული ინიციატივები უკვე 2018 წლიდან ამოქმედდება.

„უმთავრესი მიზანია საკონსულო მომსახურების გაუმჯობესება. ჩვენ უკვე დავიწყეთ ამ მიმართულებით თანამშრომლობა საერთაშორისო კომპანია ვი-ეფ-ეს-თან, რომელიც უზრუნველყოფს საკონსულო მომსახურების აუთსორსინგს. ეს არის საკმაოდ წარმატებული თანამშრომლობა და ვგეგმავთ რომ ეს გამოცდილება, რაც უკვე გვაქვს ინდოეთში, გავიზიაროთ სხვა ქვეყნებშიც, რაც გახდის საკონსულო მომსახურებას უფრო ეფექტურს“-განაცხადა მინისტრმა. მისივე ინფორმაციით
საკონსულო მომსახურებაში იგეგმება ხელოვნური ინტელექტის- ჩეტბოტის მომსახურების დანერგვა.

„საგარეო საქმეთა სამინისტროში წამოვიწყეთ ამბიციური რეფორმა, რომლის მიზანია, რომ ქართული დიპლომატია იყოს ნოვაციების ავანგარდში. ვგეგმავთ ამბიციური ინტერნეტ ტექნოლოგიური სისტემის განვითარებას, რომელიც მოაწესრიგებს პროცესებს - აქტივობების, დავალებების, ორგანიზაციის, მართვის, ადამიანური რესურსების და სხვა ბევრი მრავალი მიმართულებთ. აღსანიშნავია, რომ ამ ამბიციური პროექტით უკვე დაინტერსდნენ მსოფლიოს წამყვანი კომპანიები”-განაცხადა მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930