გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სასამართლო ხვალ ხაშურში ე.წ. „ბაღების საქმეზე“ საქმის განხილვას იწყებს

19-02-2018

ხაშურის რაიონული სასამართლო ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და გამგეობის მიერ დაფუძნებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების - საბავშვო ბაღების გაერთიანების წინააღმდეგ, „ახალგაზრდა ადვოკატების“ სარჩელის განხილვას იწყებს.

 

ორგანიზაცია მოითხოვს გამოცხადებული კონკურსის შედეგების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, რომლითაც სამ მოქალაქეს პიროვნული შეუთავსებლობის გამო, ხოლო ერთ მათგანს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსის გამო, უარი ეთქვა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთის საბავშვო ბაღში გამოცხადებულ ვაკანტურ თანამდებობების დაკავებაზე.

 

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, კონკურსში მონაწილეობას ღებულობდნენ სამი ადგილობრივი მკვიდრი - ი.გ, თ. ლ. და მ.ღ. მათ წარმატებით გადალახეს შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი და გადავიდნენ გასაუბრების ეტაპზე. თითოეული მათგანის სამუშაო გამოცდილება, მონაცემები და პროფესიული უნარ-ჩვევები სრულად აკმაყოფილებდა კონკურსის მონაცემებსა და ამავდროულად, მიუთითებდა მათ უპირატესობას ვაკანტურ ადგილებზე გამოცხადებულ კონკურსში გასამარჯვებლად, თუმცა გასაუბრება, რომელიც დებულების თანახმად უნდა დაფუძნებოდა სამართლიანობის, არადისკრიმინაციულობის, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებს და ამავდროულად მიმართული უნდა ყოფილიყო კანდიდატების პროფესიული კვალიფიკაციისა და გამოცდილების იდენტიფიცირებისთვის, წარიმართა არაობიექტურად. კონკურსის ფარგლებში დაირღვა მოსარჩელეთა შრომითი უფლებები და ამავდროულად, წინასახელშეკრულებო შრომით ურთიერთობაში დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპი. ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატები შეირჩნენ წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების შეუსაბამოდ, გამჭოლი ნეპოტიზმისა და პირადი ნაცნობობის საფუძველზე, რაც წარმოადგენს საკონკურსო კომისიის დებულების, საქართველოს შრომით-სამართლებრივი კანონმდებლობის, კონსტიტუციური პრინციპების პირდაპირ დარღვევასა და განაპირობებს კანონთან შეუსაბამო აქტების ბათილობის აუცილებლობას.

 

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, საკონკურსო კომისიამ თავისი უფლებამოისლება განახორციელა კანონის მოთხოვნების საწინააღმდეგო. ვაკანტური თანამდებობები დაიკავეს პირებმა, რომლებიც დაწინაურდნენ კომისიის თავმჯდომარესთან და მუნიციპალიტეტის გამგებელთან პირადი შემხებლობის გამო. ამასთან, რაც ყველაზე საგანგაშოა, კონკურსში მონაწილე ერთ-ერთი პირი, ი. გ. აღმოჩნდა პირდაპირი დისკირიმინაციის მსხვერპლია. მას კომისიის ერთ-ერთმა წევრმა და გაერთიანების მთავარმა სპეციალისტმა, განუცხადა, რომ „ბევრი კანდიდატი ეკონომიური და ოჯახური მდგომარეობის გამო იქნა დაწუნებული, ზოგს კი უარი ეთქვა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო" (სტილი დაცულია). განსახილველ შემთხვევაში, ი.გ. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, რომელიც სახელმწიფოსგან იღებს სოციალურ პაკეტს, თუმცა მისი ფიზიკური მდგომარეობა, არ წარმოადგენს დამაბრკოლებელ გარემოებას საქმიანობა საამღზრდელო დაწესებულებაში გაეგრძელებინა. ორგანიზაცია საქმის შესახებ ინფორმაცია უკვე მიაწოდა საქართველოს სახალხო დამცველს, საქართველოს პარლამენტს, დიპლომატიურ კორპუსს, სასამართლო სისტემას და შრომით საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებსაც საქმეზე მონიტორინგის განხორციელება ეთხოვათ.

 

ცნობისთვის: ხაშურის რაიონულმა სასამართლომ საქმე წარმოებაში 2018 წლის 12 იანვრის განჩინებით მიიღო. მხარეს გააჩნია არაერთი შუამდგომლობა და მტკიცებულება, რომელიც საამღზრდელო დაწესებულების კონკურსში დისკრიმინაციის ფაქტის ნამდვილობაზე მიუთითებს. დავას მოსამართლე თეიმურაზ ფარეიშვილი განიხილავს. პირველი სხდომა 2018 წლის 20 თებერვალს, 13:00 საათზე გაიმართება.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30