გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, ივლისი 09, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისი ხვალიდან მასშტაბურ საავიაციო ფორუმს უმასპინძლებს

19-02-2018

სასტუმროში ,,ბილტმორი“, ხვალ საავიაციო ფორუმ #CONNECT2018 -ის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ქეთევან ალექსიძე და საფრანგეთის აეროპორტის სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი კარენ ბუტო ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

20-22 თებერვალს თბილისი მასშტაბურ ღონისძიებას - ევროპის საავიაციო ფორუმს, CONNECT 2018-ს უმასპინძლებს. ფორუმზე დამსწრე დელეგატები განიხილავენ საჰაერო ტრანსპორტის სფეროში არსებულ და მოსალოდნელ გამოწვევებს, საფუძველი ჩაეყრება ავიაკომპანიებსა და აეროპორტებს შორის ახალ ავიამიმართულებაზე თანამშრომლობას.

ფორუმის ფარგლებში თბილისს ეწვევა 65 ავიაკომპანიისა და 250 აეროპორტის 500-ზე მეტი წარმომადგენელი.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით ფორუმზე უკვე დარეგისტრირდნენ ისენი ცნობილი ავიაკომპანიები, როგორებიცაა: KLM Royal Dutch Airlines, Wizz Air, Ryanair, Ukraine International Airlines, Turkish Airlines, TUI France, Pegasus Airlines, Kuwait Airways, Flydubai, Ellinair, Lufthansa, Volotea, Atlas Global, Air France, air Baltic და ა.შ.

ფორუმი შეკრებს ავიაციის ინდუსტრიის მნიშვნელოვან წევერებს, რათა განიხილონ ავიაციაში არსებული და სამომავლო საკითხები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031