გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
მიხეილ სააკაშვილი: შევარდნაძის კაბინეტიდან კატა გადახტა და თავი მოიკლა

20-02-2018

"სხვათაშორის წინა კატამ თავი მოიკლა გადახტა მეთერთმეტე სართულიდან, ამიტომ იყო ბადეები, რომ ეს მეორე არ გადამხტარიყო, დაახლოებით ასეთი მდგომარეობა იყო",-ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში ედუარდ შევარდნაძის კაბინეტში შესვლის დეტალების გახსენებისას განაცხადა. 

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, უკრაინაში თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, მას კაბინეტში შესვლისას შევარდნაძის კაბინეტში შესვლა გაახსენდა, სადაც თაგვები და ვირთხები იყვნენ. 

"მე გამახსენდა შევარდნაძის კაბინეტი, როდესაც შევედი, დამხვდა კატა, იმიტომ რომ იყვნენ თაგვები და ვირთხებიც კი, დამხვდა წყლის ვედრო, კასრი, იმიტომ რომ 10 საათზე წყდებოდა წყალი, დამხვდა ძველი, გპი-ს დროინდელი ატმორი, წყლის გამათბობელი. პრეზიდენტსაც არ ჰქონდა არც წყალი, არც დენი, 10 საათზე უთიშავდნენ. სანეპიდსადგურიც არ მოქმედებდა და კატას ჰქონდა ეს ფუნქცია აღებული. სხვათაშორის წინა კატამ თავი მოიკლა გადახტა მეთერთმეტე სართულიდან, ამიტომ იყო ბადეები, რომ ეს მეორე არ გადამხტარიყო, დაახლოებით ასეთი მდგომარეობა იყო.

აქ კატა არ შეგვხვედრია, მაგრამ უკრაინა არის ასეთ ფორმაში. ეს არის ჯერ ძველი, არარეფორმირებული და აქედან გამომდინარე მძიმე კრიზისისკენ წასული საბჭოთა ინსტიტუტები“,-განაცხადა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილი რეფორმების საერთაშორისო საბჭოს ხელმძღვანელად რამდენიმე დღის წინ დანიშნა.




ipress.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930