გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივნისი 06, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ე.წ. ციანიდის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა იწყება

20-02-2018

საკონსტიტუციო სასამართლო ე.წ. ციანიდის საქმზე, რომელშიც დეკანოზი გიორგი მამალაძეა ბრალდებული, მსჯელობას იწყებს. 
დეკანოზის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას განცხადებით, დაცვის მხარე გაუთქმელობის შესახებ სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს.
„ჩვენ გავასაჩივრეთ გაუთქმელობასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის რამდენიმე ნორმა, რის გამოც ჩვენ დაცვის უფლება გვეზღუდებოდა ამ ხნის განმავლობაში. თუ ამ ეტაპზე მაინც მოხერხდება და ეს ვალდებულება გაგვიუქმდება და საკონსტიტუციო სასამართლო გააკეთებს შესაბამის განმარტებას, ჩვენ აუცილებლად მოვახერხებთ სათანადო დაცვას. მით უმეტეს, როდესაც ჯერ კიდევ დარჩენილია უზენაესი სასამართლო. ჯერ კიდევ შესაძლებელია ის, რომ ის უფლებები, რომელიც დაირღვა ამ გაუთქმელობის ვალდებულებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე მაინც გამოსწორდეს“-განაცხადა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლემ, ბესიკ ბუგიანიშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30