გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სენაკში აგვისტოს ომის დროს დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს

9-08-2019

საქართველოს უახლესი ისტორიის, აგვისტოს ტრაგიკული დღეებიდან 11 წლის თარიღთან დაკავშირებით სენეკში, ხსოვნის მემორიალთან შეიკრიბნენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები, ომში გმირულად დაღუპული სენაკელი გმირებისა და 8 აგვისტოს ტრაგედიას შეწირული მშვიდობიანი მოქალაქეების ოჯახების წევრები.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ, მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ბადრი კალანდარიშვილმა, თვითმმართველობის, მერიას დაქვემდებარებული ცენტრებისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, პატივი მიაგეს 2008 წლის აგვისტოს, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაცემულ მეომართა და რუსეთის აგრესიას შეწირულ მოქალაქეთა ხსოვნას.

ხსოვნის მემორიალის ყვავილებით შემკობის შემდეგ, დეკანოზმა იოანე კუპრეიშვილმა, წმ. იოანე ნათლისმცემლის სენაკის საკათედრო ტაძარში, აგვისტოს ომის მსხვერპლთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღავლინა.

აგვისტოს ხუთდღიანი ომის სისასტიკე, დასავლეთ საქართველოს მასშტაბით, ყველაზე მძიმედ, სწორედ სენაკმა იწვნია. 

რუსეთ-საქართველოს ომმა 408 ადამიანის სიცოცხლე იმსხვეპლა.

აგვისტოს ავბედით დღეებში სენაკმა ორი მებრძოლი - თემურ ბოკუჩავა, ლევან თეფანია და სამი მშვიდობიანი მოქალაქე - მეირა ინჯგია, ჯონი და როლანდ ქარდავები - დაკარგა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ 2008 წლის აგვისტოს ომში და ავღანეთში, ISAF-ის მისიაში, დაღუპულთა ოჯახებს 500-500 ლარი გადასცა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930