9-08-2019
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ბრალის დადგენილება საჯაროდ დახია.
მისი თქმით, ის წარდგენილი ბრალის წაკითხვას არ აპირებს.
„ამ იდიოტიზმს არ წავიკითხავ. ეს სამარცხვინოა, ეს არის კატასტროფა და რაც გულუაშვილმა გააკეთა, ტყუილი ფაქტების მოყვანა და ჭორაობა, ასევე ბრალში არმყოფი ეპიზოდის ბრიფინგზე აბსოლუტურად ტყუილად მოყოლა, პატიმრობად დაუჯდება. ყველა ეს ნაბიჭვარი, ვინც ამ საშინელებებს აკეთებს, ჩაჯდება ციხეში. არ ვაპატიებ არავის, საქართველოში პუტინის სტილით პოლიტპატიმრების გაჩენას.
მე მათ ვუთხარი, რომ არანაირ გირაოს არ გადავიხდი,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი დღეს წარუდგინა.