გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, აპრილი 09, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
პოლიციამ რუსთავში მომხდარი ქურდობის ფაქტზე ორი პირი დააკავა

10-08-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის მცდელობის ბრალდებით 2 პირი რუსთავში დააკავეს.


დაკავებული არიან 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.ბ. და ასევე, წარსულში ნასამართლევი, 1987 წელს დაბადებული ნ.მ., რომელიც ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.


მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


სამართალდამცველებმა ბრალდებულები იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი რუსთავში, გაგარინის ქუჩაზე მდებარე მეტალურგიული კომპანია „რუსთავ ფოლადის“ საწყობიდან მოპარული სარემონტო მასალების გატანას ცდილობდნენ. პოლიციამ ნაქურდალი ნივთები დანაშაულის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო.


გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.



https://inforustavi.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930