გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა გაცილების ცერემონიალი გაიმართა

11-08-2019

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა გაცილების საზეიმო ცერემონიალი დადიანების სასახლეთა ისტორიულ - არქიტექტურული მუზეუმის ეზოში გაიმართა.

ცერემონიალს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, მოადგილეები - დავით ფარცვანია, დავით ვერავა, ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია, პარლამენტის წევრები მერაბ ქვარაია და დიმიტრი ცქიტიშვილი დაესწრნენ.

ალექსანდრე მოწერელიამ კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები უსურვა.

,,თქვენ დღეს დგამთ ნაბიჯს დიდ ცხოვრებაში! ცხოვრებაში, სადაც ბევრი სირთულე, მოულოდნელობა და დაბრკოლება გელოდებათ, მაგრამ თქვენ ცხოვრებაში დგამთ ამ ნაბიჯს ყველაზე დიდი კაპიტალით, რომლის დაკარგვაც შეუძლებელია - ეს თქვენი ინტელექტუალური სალაროა, რომლის გამოცარიელებაც ასევე შეუძლებელია. ამდენად ყველაზე მძიმე ჟამს, როდესაც შეიძლება თქვენ ჩათვალოთ, რომ გამოსავალი არ არსებობს, სწორე თქვენი ცოდნა, თქვენი ინტელექტი მიგანიშნებთ იმ გზას, რომლითაც უნდა იაროთ გამარჯვებისაკენ“, - აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ და მან უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930