გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივნისი 23, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
1-ლი მარტიდან თბილისის 14 ქუჩაზე მიკროავტობუსები მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელებთან გაჩერდებიან

20-02-2018

თბილისის 14 ქუჩაზე მიკროავტობუსები მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელებთან გაჩერდებიან, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, დედაქალაქის მერიის აღნიშნული პროექტი პირველი მარტიდან ამოქმედდება.

 

აქამდე მოქმედი გაჩერების წესი ავტოსაგზაო შემთხვევების რისკს მნიშვნელოვნად ზრდიდა, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. გთხოვთ, მივაწოდოთ მაქსიმალური ინფორმაცია მოსახლეობას, თუ რომელი ქუჩებია, სადაც მხოლოდ გაჩერებებზე უნდა გაჩერდეს მიკროავტობუსები. ამ პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, მას ანალოგიურად, მთელი თბილისის მასშტაბით განვახორციელებთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

 

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი გარკვეულწილად, თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე ქაოტური გადაადგილების მოგვარების შესაძლებლობას იძლევა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30