12-08-2019
გაუფასურების საკმაოდ ხანგრძლივი ტენდენციის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ვალუტა დღეს მცირედით გამყარდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ერთ ამერიკულ დოლართან მიმართებაში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2,9173-იან ნიშნულზე დაფიქსირდა.
რაც შეეხება ევროს, ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3,2665 ლარია.