გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი წულუკიანს: ჩერჩილმა ასე უპასუხა ოპონენტ ქალბატონს - დიახ მე ძალიან მთვრალი ვარ, თქვენ კი ძალიან მახინჯი, მაგრამ, ხვალ როდესაც გავიღვიძებ, მე ფხიზელი ვიქნები

20-02-2018

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი და ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი მას იქამდეც ვერ მისწვდნენ, სადამდეც პუტინს სურდა.
ამის შესახებ სააკაშვილმა წულუკიანის კომენტარის საპასუხოდ განაცხადა.
„ვფიქრობ, ყველამ დაინახა ამ ხალხის ტყუილები და თავისივე ხალხის მოტყუებაში, რა თქმა უნდა ბადალი არ ყავთ, მაგრამ კონკრეტულად ამ პიროვნებებზე, ივანიშვილსა და მის რამდნეიმე მინისტრზე, მე მახსენდება უისტონ ჩერჩილი. ჩერჩილს ერთ-ერთ მიღებაზე მიეჭრა ოპონენტური პარტიის წარმომადგენელი ქაკლბატონი და უთხრა, ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენ მთვრალი ხართ. ჩერჩილმა შეხედა ამ ქალბატონს და ძალიან აუღელვებლად უთხრა: დიახ, ქალბატონო, მე ძალიან, ძალიან მთვრალი ვარ, თქვენ კი ძალიან, ძალიან მახინჯი, ოღონდ ხვალ დილით მე გამეღვიძება და ვიქნები ფხიზელი. ესაა ჩემი პასუხი წულუკიანს.
მინდა ვთვქა, რომ ივანიშვილი და წულუკიანი იქამდეც ვერ მომწვდენენ, სადამდე მოწვდენაც ივანიშილის პატრონს, პუტინს უნდოდა. ვერც მომწვდებიან, მაგრამ მალე ქართველი ხალხი მიწვდება მათ ყველგან, სადაც საჭიროა და ისინი აგებენ პასუხს“- განაცხადა სააკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტთან სატელეფონო საუბრისას. 
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ამ განცხადებით იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს იმ განცხადების საპასუხოდ მიმართა, რომელიც მან გუშინ პარლამენტში გააკეთა.
თინა ბოკუჩავამ მინისტრს კითხა, აპირებს თუ არა საქართველოს მთავრობა ევროკავშირის ქვეყნებს მოსთხოვოს სააკაშილის ექსტრადირება, რაზეც წულუკიანმა შემდეგი განცხადებით უპასუხა: 
„ბატონი მიხეილი არის სავალალო მდგომარეობაში, რასაც საქართველოს არცერთ პრეზიდენტს არ ვუსურვებ, იმ სამართლებრივ და პოლიტიკურ მდგომარეობაში, რომელშიც თავად ჩაიგდო თავი. შესაბამისად, სამართლადამცველმა სტრუქტურებმა მიმართეს, თუ როდის მიმართავენ ამ ქვეყნებს, ეს მათი საქმეა“- განაცხადა წულუკიანმა. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930