20-02-2018
რუსი პოლიტიკოსის ვლადიმირ ჟურონივსკის მორიგმა ექსცენტრიულმა განცხადებამ, „აფხაზური საზოგადოების“ აღშფოთება გამოიწვია.
პოლიტიკოსი და ბლოგერი ნუგზარ აგრბა “ფეისბუკზე“ მიმართვას ავრცელებს:
„რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტობის არაერთგზის კანდიდატი, წლების განმავლობაში რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვერ ჭკვიანდება და სრულიად რუსეთის მასხარას როლიდან ვერ გამოდის.
ტელეარხ Россия-ს ეთერში, ვლადიმირ სოლოვიევის გადაცემაში გერმანულ ფაშიზმზე საუბრისას, მან მოულოდნელად ასეთი გადახვევა გააკეთა: "ითამაშო ქართველების თავის ქალებით, როგორც აფხაზეთში."
როგორ ფიქრობთ, ეს შემთხვევით წამოსცდა? სამწუხაროდ, საუბრის მონაწილეებმა - შახნაზაროვმა, მიხეევმა და თავად გადაცემის წამყვანმა სოლოვიევმა მატყუარა პოლიტიკოსს შენიშვნა არ მისცეს.
ვთხოვ აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს, გადახედოს გადაცემის ამ ფრაგმენტს და პოლიტიკოსის არამეგობრულ გამონათქვამთან დაკავშირებით, აფხაზეთის რესპუბლიკის სტრატეგიულ პარტნიორთან რუსეთში საპროტესტო ნოტა გაგზავნოს” - ნათქვამია აგრბას პოსტში.
13-01-2025