გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ახლობელი: გია მაისაშვილის მდგომარეობა ავადმყოფობის გართულების შედეგად კრიტიკულ ნიშნულამდე დამძიმდა- მოხდეს მისი საქართველოში გადმოყვანა რათა საკუთარ სამშობლოში შეძლოს ნუგეშის მიღება

21-02-2018

გია მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში სპეციალური მიმართვა ვრცელდება.

"საქართველოს პრეზიდენტს ბ-ონ გიორგი მარგველაშვილს! საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბ-ონ გიორგი კვირიკაშვილს! საგარეო საქმეთა სამინისტროს ! ელექტრონულ მედიას! გაზეთების რედაქციებს!


პატივცემულო ბატონებო! საქართველოში დიდად დაფასებული მამულიშვილი, ეროვნული მოძრაობის ვეტერანი და საზოგადო მოღვაწე გია მაისაშვილი, რომელიც ამჟამად მკურნალობდა კალიფორნიის შტატის სტენფორდის უნივერსიტეტის კლინიკაში, ავადმყოფობის გართულების შედეგად მდგომარეობა კრიტიკულ ნიშნულამდე დაუმძიმდა. იგი დიდი ხანია ებრძვის ვერაგ სიმსივნურ ავადმყოფობას, მაგრამ როგორც ავღნიშნავ, საბოლოოდ, წარუმატებელი აღმოჩნდა. უმორჩილესად გთხოვთ, მოხდეს გია მაისაშვილის კალიფორნიის შტატიდან საქართველოში გადმოყვანა ოპერატიულად სასწრაფოდ, რათა საკუთარ სამშობლოში შეძლოს ნუგეშის მიღება. (სხვა აზრის გატარება არმინდა). საქართველოში ვისაც კანონით დახმარებისათვის ხელეწიფებოდა, ყველა განზე იყო გამდგარი. მიუხედავად საქმის კურსში ყოფნისა არც ჯანმრთელობის სამინისტროს გაუწვდია საკმარისად დახმარების ხელი. ოჯახის ფინანსური და მატერიალური შესაძლებლობა ამოწურულია. გია მაისაშვილი ღირსია იმისა, რომ სახელმწიფომ, ხელისუფლებამ თავის თავზე აიღოს მისი სამშობლოში სასწრაფოდ გადმოყვანის მეტად საშური საქმე. გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება. პატივისცემით, ახლობელ-მეგობრების სახელით ჟოზე კოდუა. გთხოვთ გაავრცელეთ" - წერს ჟოზე კოდუა სოციალურ ქსელში.



pia.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930