გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, მაისი 29, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოთარ დანელია: შემაშფოთებელია, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრი არ ესწრება პარლამენტის დღევანდელ სხდომას და ის ერთხელაც არ მინახავს რეგიონში ჩასული

21-02-2018

პარლამენტის წევრის, ოთარ დანელიას განცხადებით, შემაშფოთებელია, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრი ფაროსანასთან დაკავშირებული პრობლემების თაობაზე რეგიონში არც კი ჩასულა. 
დანელია პრემიერს მავნებელ მწერთან ბრძოლის კომისიის ხელმძღვანელობისკენ მოუწოდებს. 
ამის შესახებ მან დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მას შემდეგ განაცხადა, რაც ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ დარბაზი დატოვა.
„განსაკუთრებით შემაშფოთებელია, როდესაც ინფრასტრუქტურის მინისტრი არც კი ესწრება ბოლომდე ამ სხდომას, ტოვებს მას დაწყებიდან რამდენიმე წუთში და მე ის ერთხელაც არ მინახავს რეგიონში ჩასული. მე მოვუწოდებ პრემიერ-მინისტრს, ჩემი აზრით, გაცილებით უფრო ეფექტური იქნება, თუ ის თავად უხელმძღვანელებს კომისიას, ვინაიდან ამაზე დიდი საფრთხე ჩვენი ქვეყნის წინაშე არა არსებობს. ის არაფრით არ ჩამოუვარდება იმ პრობლემას რომელიც ხანძრის დროს იყო ბორჯომში და მე ვფიქრობ, რომ იგივე დოზით კონსოლიდაცია მთავრობისა არის მნიშვნელოვანი და სჭირდება მართვის უმაღლესი სტატუსი ამ ღონისძიებების ეფექტურად გატარებას“- განაცხადა დანელიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031