გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რუსლან აბაშიძე დევნილებს შეხვდა

22-08-2019

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე ქალაქ რუსთავსა და სოფელ ვაზიანში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარე გაეცნო ჩასახლებებში არსებულ პრობლემურ საკითხებს და მოსახლეობის საჭიროებებს. შეხვედრაზე გამოიკვეთა ბინების დაკანონებასთან და ინფრასტრუქტურულ პრობლემებთან დაკავშირებული საკითხები. 

რუსლან აბაშიძემ სოფელ ვაზიანში დათვალიერა მშენებარე მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელიც თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო „TIKA“-ს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ერთობლივი პროექტია. 

ასევე, რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის მთავრობის წევრებმა ვაზიანში სამკერვალო მინი-ფაბრიკა მოინახულეს, სადაც აფხაზეთიდან დევნილები არიან დასაქმებულები. 

დევნილებთან შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930