გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე ბელარუსის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

23-08-2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბელარუსის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს ვლადიმერ ანდრეიჩენკოს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო თანამშრომლობას და საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას შეეხო. ამ მიმართულებით ხაზი გაესვა მეგობართა ჯგუფის ფორმატში მუშაობის მნიშვნელობას.

როგორც ვლადიმერ ანდრეიჩენკომ აღნიშნა, მნიშვნელოვანია ასევე ორი ქვეყნის პარლამენტის წევრების მუშაობა საქართველოსა და ბელარუსის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის ფორმატში.

ხაზი გაესვა სავაჭრო ბრუნვის მზარდ დინამიკას და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას ტვირთბრუნვის 200 მილიონამდე გაზრდის პოტენციალი გააჩნია.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ასევე ტურიზმის მხარდ დინამიკაზე. აღინიშნა, 2010 წლის შემდეგ საქართველოში ბელარუსი ტურისტების რაოდენობა 15-ჯერ არის გაზრდილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031