გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ყვარელში ხანძარი ლოკალიზებულია

25-08-2019

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელთან გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. 


ახალსოფლის ტყეში ცეცხლის ახალი კერები აღარ გაჩენილა.

ადგილზე მუშაობას აგრძელებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ხანძრის სრული ლიკვიდაციისთვის.

დილიდან ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია შსს-ს სასაზღვრო პოლიციის 3 ვერტმფრენი და 250-ზე მეტი ცოცხალი ძალა.

რამდენიმე საათში პროცესში ჩაერთვება ასევე მაღალი გამავლობის ტექნიკაც, რთული რელიეფი აქამდე ამის საშუალებას არ იძლეობა.

არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დამწვარია 10 ჰექტარამდე ტერიტორია.

ხანძარი ახალსოფლის ტყეში სამი დღის წინ სოფლიდან 5 კილომეტრის მოშორებით გაჩნდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930