გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, აპრილი 09, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლასგან დაღუპულთა რიცხვმა 2000-ს გადააჭარბა

30-08-2019

2019 წლის განმავლობაში კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთ ნაწილში ებოლასგან დაღუპულთა რიცხვმა 2000-ს გადააჭარბა. BBC-ს ინფორმაციით, ებოლას 3 შემთხვევა მოსაზღვრე უგანდაშიც დაფიქსირდა.


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე რთული ჰუმანიტარული კრიზისი უწოდა, რადგან ცრურწმენების გამო ბევრი კონგოელი ვაქცინაციაზე უარს აცხადებს. სულ ქვეყანაში დაავადების 3 000 შემთხვევაა დაფიქსირებული.


ებოლას ვირუსი ზაირში 1976 წელს აღმოაჩინეს. ეპიდემიამ პიკს 2014-2016 წლებში მიაღწია. მაშინ ებოლათი 28,6 ათასი ადამიანი დავირუსდა, აქედან 11,3 ათასი ადამიანი გარდაიცვალა.


https://imedinews.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930