გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან იზორიამ ქართველ სამხედროებს მშვიდობისმყოფელის დღე მიულოცა

31-08-2019

31 აგვისტო ქართველი მშვიდობისმყოფელის დღეა. საერთაშორისო მისიებში მყოფ სამხედრო მოსამსახურეებს პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სამხედრო მართვის ცენტრიდან მიულოცა. 

ლევან იზორია და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია ქართველ მშვიდობისმყოფელებს ტელეკონფერენციის საშუალებით გაესაუბრნენ. 

მათ ავღანეთის, მალისა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკებში მყოფი სამხედრო მოსამსახურეებისგან ადგილზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ქართველ სამშვიდობოებს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა, წარმატებული მისია და და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა. ლევან იზორიამ განსაკუთრებული პატივისცემა საერთაშორისო მისიების ფარგლებში დაღუპული და დაჭრილი ჯარისკაცების მიმართ გამოხატა.

დღესვე თავდაცვის მინისტრმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას პატივი მიაგო.

31 აგვისტო მშვიდობისმყოფელის დღედ 2016 წელს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას გადაწყვეტილებით დაწესდა. 1999 წელს პირველი ქართული სამშვიდობო ოცეული კოსოვოში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად, სწორედ ამ დღეს გაემგზავრა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031