გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
სოფელ ჩორჩანასთან არსებულ ვითარებას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აკონტროლებს

31-08-2019

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან ამ დროისათვის სიმშვიდეა.


ქართული პოლიციის საგუშაგოსთან იმყოფებიან სამართალდამცველები. ასევე ადგილზე არსებულ ვითარებას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები აკვირდებიან.


ოკუპირებული სოფელ წნელისის ტერიტორიაზე შეიმჩნევიან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები და ჟურნალისტები.


სოფელ ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მოთხოვნის ვადა გუშინ ამოიწურა. მათ ქართული პოსტის გაუქმება 30 აგვისტოს 06:00 საათამდე მოითხოვეს.


როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ გუშინ ადგილზე განაცხადა, ბლოკპოსტის დაშლის საკითხი არც კი განიხილება და ის ყოველთვის იყო საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია, რაც დაფიქსირებულია მათ შორის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ.


ამასთან, გუშინვე სოფელ ჩორჩანასთან შეხვედრა გაიმართა, რომელიც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდნენ ეუთო-სა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, აგრეთვე, ცხინვალისა და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.


როგორც შეხვედრის შემდეგ საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, კახა ქემოკლიძემ განაცხადა, შეხვედრის მონაწილე ყველა მხარე შეთანხმდა, რომ ვითარების დეესკალაციისკენ უნდა გადაიდგას ნაბიჯები. შემდეგი კვირის დასაწყისში ერგნეთში კიდევ ერთ ტექნიკური შეხვედრა გაიმართება. ამასთან, მისი თქმით, სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგო თავის ადგილზე რჩება.



https://1tv.ge/


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930