გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, აპრილი 09, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
რუსთავის მერიის წინ მოქალაქეებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს

31-08-2019

პარტია "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა რუსთავში, მერიის შენობის წინ აქცია-პერფორმანსი გამართეს.


აქციის მონაწილეების თქმით, რუსთაველებისთვის ქალაქში უსიამოვნო სუნის შემოდინება ერთ-ერთ მთავარ პრობლემად იქცა, რაზეც ადგილობრივი თვითმმართველობა შესაბამის რეაგირებას არ ახდენს.


"დაახლოებით 50 000-მდე რუსთაველს აწუხებს მყრალი სუნი, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში დგას და ამ ძალიან ცხელ ზაფხულში ფანჯრის გაღების საშუალებას არ გვაძლევს. მოსახლეობამ არაერთხელ მიმართა საჯაროდ წერილით ადგილობრივ ხელისუფლებას მოეგვარებინა ეს პრობლემა, თუმცა უშედეგოდ", - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა ნინო იმედაშვილმა.


აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად სახეზე პირბადეები აიფარეს, მერიის წინ გოგირდი დაწვეს და ჰაერში სპეციალური გამწმენდი საშუალებები გაუშვეს. მათი მთავარი მოთხოვნა პრობლემის მოგვარებაა. "ხელისუფლებამ უნდა გამოიკვლიოს საიდან შემოდის ეს სუნი და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება", - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.



https://inforustavi.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930