გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ზუგდიდში ბიუსტებს სამოქალაქო აქტივისტებმა თვალზე წითელი სახვევი დაუმაგრეს

1-09-2019

სამოქალაქო აქტივისტებმა ზუგდიდში განთავსებულ ყველა ბიუსტს თვალზე წითელი სახვევი გაუკეთეს. არსებული ინფორმაციით, აქტივისტები კომენტარზე უარს აცხადებენ, თუმცა პირად საუბრებში ამბობენ, რომ „ეს საზოგადო მოღვაწეები ცოცხლები რომ იყვნენ, სამოქალაქო პროტესტს გაიზიარებდნენ. ისინი მოვლენების მონაწილეები, გულშემატკივრები და ლიდერები იქნებოდნენ“.


თვალზე წითელი სახვევი თბილისში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციების ერთგვარი სიმბოლოა იმ ადამიანების სოლიდარობის ნიშნად, რომლებმაც 20 ივნისის ღამეს თვალი დაკარგეს.


20 ივნისს საღამოს პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა შტურმით სცადა. სპეცრაზმა აქციის დაშლა დაიწყო და რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს 240 ადამიანი, მათგან 80 სამართალდამცველი, 4 ადამიანს თვალი დაუზიანდა, ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა კი თვალი დაკარგა.



https://imedinews.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031