გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, აპრილი 09, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
გერმანიის პრეზიდენტი: პატიებას ვითხოვ, ნაცისტებმა პოლონეთში კაცობრიობის წინაშე დანაშაული ჩაიდინეს

1-09-2019

გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა პოლონელებს მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტური გერმანიის ქმედებების გამო პატიება სთხოვა. BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ შტაინმაიერმა პოლონეთის ქალაქ ველიუნში განაცხადა, სადაც მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს.


„ქედს ვიხრი გერმანული ტირანიის პოლონელ მსხვერპლთა წინაშე და პატიებას ვითხოვ. ნაცისტებმა პოლონეთში კაცობრიობის წინაშე დანაშაული ჩაიდინეს. თუ ვინმე ამბობს, რომ ეს ყველაფერი წარსულშია და ევროპაში ნაციონალ-სოციალისტების ტერორი ისტორიას ჩაბარდა, ეს მხოლოდ მისი პირადი აზრია“, - განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.


შტაინმაიერმა და მისმა პოლონელმა კოლეგამ ანჯეი დუდამ ველიუნში მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.



https://imedinews.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930