გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე თი ბი სი-ს საქმეზე: გამოძიებამ მაქსიმალური გამჭვირვალობა უნდა უზრუნველყოს

2-09-2019

ნებისმიერ საქმეზე, მითუმეტეს, როდესაც არსებობს საჯარო ინტერესი, გამოძიებამ უნდა უზრუნველყოს მაქსიმალური გამჭვირვალობა, - ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

მამუკა ბახტაძის თქმით, თუ შესაძლო დანაშაულზე მოწვეული არიან საერთაშორისო ექსპერტები, ეს უზრუნველყოფს მეტ გამჭვირვალობას და საზოგადოების მეტ ინფორმირებულობა. 

„მე, რა თქმა უნდა არ ვარ ამ თემის სპეციალისტი, რომ გითხრათ რამდენად უნდა მონაწილეობდეს, ან რამდენად აქვს უფლება, ან რამდენად მხოლოდ სასამართლოში უნდა მოხდეს საერთაშორისო ექსპერტების მოსაზრებების წარდგენა. მაგრამ, როგორც მოქალაქეს, მაქვს ძალიან მარტივი პოზიცია. ნებისმიერ საქმეზე, მითუმეტეს, როდესაც არსებობს საჯარო ინტერესი, გამოძიებამ უნდა უზრუნველყოს მაქსიმალური გამჭვირვალობა. ეს მგონი ძალიან მარტივი საკითხია. თუ არიან მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები, მითუმეტეს იმ ტიპის შესაძლო დანაშაულზე, რომელზეც იყო საუბარი, ეს მემგონი წაადგება საერთო საქმეს, რომ იყოს მეტი გამჭვირვალობა და მეტი ინფორმირებულობა საზოგადოების. მე ამას ასე შევხედავდი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930