გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი სესიაშვილი: სამწუხაროდ, ჩვენს ოპონენტებს ვიწრო პოლიტიკური ინტერესები უფრო მეტად სჭირდებათ, ვიდრე ქვეყნის საერთო ინტერესები

3-09-2019

„ამ ქვეყანას აქვს არჩევანი და ამ არჩევანის გზაზე ჩვენი ქვეყანა,“ქართული ოცნება“ დგამს ძალიან კონკრეტულ ნაბიჯებს. ეს არ არის მხოლოდ საუბარი და რიტორიკა. ჩვენ გვაქვს, შეიძლება ითქვას, გამორჩეული და საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი ინტენსივობის ურთიერთობა ნატოსთან, ევროკავშირთან, შეერთებულ შტატებთან და ამ გზაზე, არა ჩემი შეფასებით, არამედ საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, ჩვენი ქვეყნის მიღწევები არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე მინდა შევეხო საქართველოში ჩატარებულ მრავალეროვნულ სწავლებას - „მტკიცე სული -2019“, რომელიც ჩატარდა27 ივლისიდან 9 აგვისტომდე საქართველოში და რაც, რა თქმა უნდა, იყო ძალიან მკაფიო გამოხატულება თუ როგორი მზარდი არის ჩვენი თავსებადობა ნატოსთან და ნატოს გზაზე რამხელა მაღალი პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს საქართველოს“-ამის სესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანა განვითარების სწორ გზაზე დგას და სწორი კურსი აქვს არჩეული.

„მე მინდა წვრთნების პრაქტიკულ და პოლიტიკურ ნაწილს შევეხო და ამით გამოვხატო ის ძალიან სწორი გზა, რაც ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხელისუფლებასაქვს არჩეული. პირველ რიგში ეს არის პრაქტიკული მნიშვნელოვანი შედეგი ჩვენი სამხედროებისთვის და მე მინდა გითხრათ, მაშინ, როდესაც ამ წვრთნებში 12 ქვეყნის 3 ათასი სამხედრო მოსამსახურე იღებდა მონაწილეობას, სწორედ რომ მმართველი რგოლი გახლდათ ქართველი სამხედროები და ეს არის მართლაც თითოეული ჩვენგანისათვის საამაყო, რომ ჩვენი პარტნიორები, მე ვიტყოდი ჩვენი მოკავშირეები - შეერთებული შტატები, ნატოს წევრი ქვეყნები, სრულებით პროფესიონალურ დონეზე ენდობიან ჩვენ სამხედრო მოსამსახურეებს და ეს არის ჩვენი ქვეყნის სიამაყე და თავდაცვის სისტემაში განხორციელებული რეფორმების მნიშვნელოვანი შედეგი და ამას უნდა მივესალმოთ.

რა თქმა უნდა, ამ წვრთნებს აქვს თავის მხრივ პოლიტიკური მნიშვნელობა და ეს პოლიტიკური მნიშვნელობა მდგომარეობს სწორედ იმაში, რომ დიახ,საქართველო მტკიცედ დგას ნატოს გზაზე და ამის უკან არის საერთაშორისო საზოგადოების აღიარება ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის, მშვიდობის, სწორი საგარეო და საშინაო პოლიტიკის განხორციელების და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი. ამიტომ, მიუხედავად იმისა, ჩვენი პოლიტიკური შეხედულებების განსხვავებულობისა, მე მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, იქ სადაც ჩვენი ქვეყნის საერთო ინტერესებია, აქ ვიყოთ ერთიანები. სამწუხაროდ, ჩვენი კონფრონტაცია პოლიტიკურ დონეზე კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენს ოპონენტებს ვიწრო პოლიტიკური ინტერესები უფრო მეტად სჭირდებათ და აინტერესებთ, ვიდრე ქვეყნის საერთო ინტერესები და ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ სიამაყით ვიტყვი, რომ ჩვენ ვდგავართ სწორ გზაზე, ამ სწორ გზაზე დგას ჩვენი მოსახლეობის მტკიცე ნება და როდესაც ვსაუბრობთ თუნდაც დღეს გამოხატვის თავისუფლებაზე, სწორედ ეს გზა არის ჩვენი ბუნებრივი განვითარება, ჩვენი დემოკრატიის ბუნებრივი განვითარება. მეტი ნატო საქართველოში, მეტი საქართველო ნატოში“-განაცხადა სესიაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930