გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილის ბოლო ნაბიჯები მთლიანად აცლის მის ხელისუფლებას ლეგიტიმურობას

3-09-2019

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის ბოლო ნაბიჯები მთლიანად აცლის მის ხელისუფლებას მართლზომიერებას. მისივე თქმით, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, ხალხს უმოქმედოდ ყოფნის უფლება არ აქვს.
ამის შესახებ სააკაშვილმა განცხადება საკუთარი "ფეისბუქის" საშუალებით გაავრცელა.
"ივანიშვილის ბოლო ნაბიჯები მთლიანად აცლის მის ხელისუფლებას ლეგიტიმურობას. ეს აღარაა კანონიერი ხელისუფლება, არამედ არის მოძალადე უზურპატორის რეჟიმი. ხოლო მოძალადე უზურპატორის წინააღმდეგ ნებისმიერი ქმედებები მორალის ფარგლებში, გამართლებულია ისტორიულად, სამართლებრივად, ზნეობრივად. საქმე ეხება ქვეყნის ყოფნა-არყოფნას.
ერთადერთი რისი უფლებაც არ გვაქვს არის უმოქმედობა და დანებება"- წერს სააკაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე. .

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930