მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქალი სამშობიაროში ძლიერი სისხლდენით შეიყვანეს.
ქალის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ჩვილი ჯერჯერობით ნაპოვნი არ არის.
როგორც "პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.