გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: ჩვენ გვაქვს ფორმატები და რუსეთის ფედერაციასთან ვსაუბრობთ: სანამ მაქსიმალურად არ ამოვწურავთ არსებულ ფორმატებს - ახალ ფორმატებზე საუბარი ნაადრევია

7-09-2019

პარლამენტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას, ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი“ უსმენს.

ოპოზიციის მიერ დასმული ერთ-ერთი კითხვა ეხებოდა ოკუპაციას და რუსეთის ფედერაციასთან შემდგომ ურთიერთობას.

გიორგი გახარიამ, განაცხადა, რომ ეს არის საკითხი, რომელზეც არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ მთლიანად საზოგადოებაა შეთანხმებული. მისი განცხადებით, მიზანი არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ომის გარეშე.

„ეს არის დღეს ქვეყნის ყველაზე ძირითადი პრობლემა. მე ვფიქრობ, რომ ერთმნიშვნელოვნად ეს არის საკითხი, რომელზეც არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ საზოგადოებაც შეთანხმებულია. რა თქმა უნდა, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ყველა მიმართულებით, საზოგადოებრივი ცხოვრების, მთავრობის თუ პოლიტიკური პროცესების, ეს ყველაფერი უნდა იყოს განმსჭვალული ამ მიზნის მისაღწევად. ეს არის ერთმნიშვნელოვნად ფაქტი. თუ რჩება აღქმა, ან შეგრძნება, რომ ვმოქმედებთ ან ვმუშაობთ ყოველდღიურად ისე, რომ როდესღაც გვავიწყდება, ან სადმე გვავიწყდება ეს პრობლემა, რა თქმა უნდა ამას სჭირდება გამოსწორება. ყველაფერთან ერთად, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ოკუპირებული ტერიტორიები ეს არის ჩვენი შიდა და გარე უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხი, ამიტომ, შესაბამისი უწყებებიც გარდა მთავრობისა, ძალზედ აქტიურად მუშაობენ ამ მიმართულებით. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვისაუბროთ ქვეყნის სრულფასოვან განვითარებაზე, როგორც სამოქალაქო პოლიტიკური, თუნდაც ეკონომიკური მიმართულებით, მანამ, სანამ ტერიტორიული მთლიანობა ჩვენი ქვეყნისა არ იქნება აღდგენილი. უნდა შევთანხმდეთ ერთ რამეზე, რომ ჩვენი მიზანი არის პირველ რიგში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ომის გარეშე. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი წინაპირობა. სხვა ყველა რესურსი ჩვენ უნდა გამოვიყენოთ. აქ იყო ხაზგასმული საუბარი ჩვენს ჩრდილოელ მეზობელზე. ჩვენ ერთი რამ უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ჩვენ გვაქვს ფორმატები და რუსეთის ფედერაციასთან ვსაუბრობთ. სანამ მაქსიმალურად არ ამოვწურავთ ყველა იმ შესაძლებლობას, რომელსაც დღეს არსებული ფორმატები - ჟენევის იქნება თუ აბაშიძე-კარასინის ფორმატი, სხვა ახალ ფორმატებზე საუბარი ალბათ ჯერ ნაადრევია. პირველ რიგში, უნდა ვიყოთ კონცენტრირებული იმაზე, რომ ამ ფორმატების შესაძლებლობები მაქსიმალურად ამოვწუროთ და მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ. რაც შეეხება პირდაპირ კავშირებს ჩვენს ოს და აფხაზ თანამოქალაქეებთან, რა თქმა უნდა აქ მაქსიმალურად უნდა გავააქტიუროთ ყველაფერი, რაც სახალხო დიპლომატიასთან არის დაკავშირებული და აქ შესაბამისი უწყებები ეფექტურად მუშაობენ. მათი შედეგები კიდევ უფრო ხელჩასაჭიდი და ეფექტური უნდა იყოს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღეს ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტურ კონტროლს ვერ ვახორციელებთ და უსაფრთხოების კონტექსტში, როდესაც ვსაუბრობთ ორმხრივ ურთიერთობებზე, მჭიდრო კავშირებზე სხვადასხვა მიმართულებით, ეს უნდა გავითვალისწინოთ,-განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930