გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მეორე კვარტალში სასაკლაოების მიერ 10 248 ტონა ხორცი იქნა წარმოებული

9-09-2019

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საქართველოში 101 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 22.8 პროცენტი - ქვემო ქართლში, 15.8 პროცენტი - კახეთში, 11.9 პროცენტი - იმერეთში, 11.9 პროცენტი - შიდა ქართლში, 9.9 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთში მდებარეობს, ხოლო დანარჩენი 27.7 პროცენტი სხვა რეგიონებშია განთავსებული.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2019 წლის II კვარტლის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლულია 98.7 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 42.8 პროცენტი მსხვილფეხა, ხოლო 57.2 პროცენტი-წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა). გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 2,970.8 ათასი ერთეულით განისაზღვრა.

სასაკლაოების მიერ 2019 წლის II კვარტლის განმავლობაში 10,248.0 ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 39.3 პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 41.3 პროცენტი - ფრინველის, 16.8 პროცენტი - ღორის, 2.4 პროცენტი - ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია. მომსახურება გაეწია 9.7 ათას პირს, საიდანაც 35.6 პროცენტი შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 908 კაცი შეადგინა. ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური - 23.9 ლარი, ცხვრის ან თხის - 8.4 ლარი, ხოლო ღორის - 21.7 ლარი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930