გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სტივენ ნიქსი: საქართველომ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის მნიშვნელოვანი გზა გაიარა

9-09-2019

საქართველომ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის მნიშვნელოვანი გზა გაიარა და შედეგები თვალსაჩინოა, – ამის შესახებ საერთშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის რეგიონის პროგრამის დირექტორმა, სტივენ ნიქსმა თბილისში, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

„თქვენ ხელი მოაწერთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას და გაქვთ უვიზო მიმოსვლა – ეს არის დემოკრატიული რეფორმების შედეგი. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ჩვენ ვართ ცხელ პოლიტიკურ გარემოში, როდესაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი არჩევნები ახლოვდება. მინა დავიწყო აირაის კვლევებზე საუბრით. ეს არის მძლავრი პოლიტიკური მექანიზმი და ეს კვლევები გამოხატავს საქართველოს მოქალაქეების მოსაზრებებს. ჩვენს ხელთ არსებული კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი უკმაყოფილოა დემოკრატიული პროგრესით და მათ მეტი სურთ.

მეორე არის ის, რომ საქარველოს საზოგადოების მხარდაჭერა ევროკავშირსა და ნატო-ში წევრობისადმი კვლავ ძლიერია. ეს არ შეცვლილა. ამავე დროს, ბოლო 16 წლის განმავლობაში ჩატარებული ყველა კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ყველზე დიდი პრობლემა არის სამუშაო ადგილები და ეკონომიკა. სამწუხაროდ ამ საკითხებს ნაკლები დრო ეთმობა საარჩევნო კამპანიებისა და საზოგადოებრივი დისკუსიების დროს. არ შევალ დეტალებში, რა თქმა უნდა, საქართველოში დებატები ხანდახან ძალიან მძაფრად მიმდინარეობს და პერსონალურ თავდასხმებშიც კი გადადის ხოლმე. ასე რომ, უნდა ვაღიაროთ, საქართველოს საზოგადოებაში ამ საკითხებზე დისკუსიაზე მოთხოვნა მაღალია“,-განაცხადა ნიქსმა.

როგორც საერთშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის რეგიონის პროგრამის დირექტორმა აღნიშნა, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მიესალმებიან.

„ჩვენ ყველა მივესალმებით გადასვლას პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. ყურადღებით მივადევნებთ თვალს საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის პროცესს, რაც ითვალისწინებს კონსენსუსს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს შორის. ასევე მივადევნებთ თვალს საარჩევნო კოდექსის ცვლილებებსაც. ჩვენი აზრით, რაც არ უნდა შედეგი დადგეს არჩევნების შემდეგ, წინსვლისთვის კონსენსუსი საჭირო იქნება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს არჩევნები იქნება კარგად ორგანიზებული და არჩევნების შემდეგ ქვეყნის წინსვლაზე კონსენსუსის შედგება. ჩვენი შეფასებით, საქართველომ ბევრ პროგრესს მიაღწია, მაგრამ საქართველოს მოსახლეობა მეტს ელოდება“,- განაცხადა ნიქსმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930