9-09-2019
ამერიკელი და ქართველი ხალხი ვიზიარებთ საერთო ფუნდამენტურ ღირებულებებს. ამ საერთო ღირებულებებში, რა თქმა უნდა, შედის პლურალიზმი, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკური ჩართულობა, პოლიტიკური გარემო,- ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, ფილიპ რიკერმა განაცხადა.
,,ამერიკელი და ქართველი ხალხი ვიზიარებთ საერთო ფუნდამენტურ ღირებულებებს. ამ საერთო ღირებულებებში, რა თქმა უნდა, შედის პლურალიზმი, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკური ჩართულობა, პოლიტიკური გარემო. უკვე ბევრჯერ აღვნიშნეთ, რომ საქართველოს გადაწყვეტილება, რომ 2020 წლის არჩევნები ჩატარდება პროპორციული სისტემით, - გვჯერა, რომ არის პოზიტიური ნაბიჯი. გარდა ამისა, უნდა დავრწმუნდეთ, რომ კონკრეტული ზომები იქნება მიღებული რათა კონკურენტუნარიანობა იყოს თანაბარი არჩევნებისას, მონაწილეებს ჰქონდეთ საშუალება თანაბარ პირობებში მიიღონ მონაწილეობა. მე მჯერა, რომ ეს არჩევნები იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა საქართველოსათვის, რომ მან წარმოაჩინოს და დაამტკიცოს საკუთარი ერთგულება დემოკრატიული ღირებულებების მიმართ, მიჰყვეს ეუთოს რეკომენდაციებს და ეს ყველაფერი საშუალებას დაეხმარება საქართველოს დასავლურ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში",- განაცხადა ფილიპ რიკერმა.