გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ვოლსკი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა სატელიტებმა ინფორმაციის დამახინჯების მიმართულებით რუსეთსაც კი გადააჭარბეს

10-09-2019

„მსოფლიოს მერვე საოცრებად იქცა ის მეთოდები, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები მიმართავენ ინფორმაციის დამახინჯების და საერთოდ, ამ ტექნოლოგიების ჩამოყალიბებით“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ჟურნალისტებს განუცხადა.

გიორგი ვოლსკი “დოიჩე ველეს“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა. მისი თქმით, გერმანული რედაქციის მიერ მომზადებულ სტატიაში რეალური სურათია აღწერილი და ხაზგასმულია, რომ საქართველოს ხელისუფლებას, ოკუპაციის გამო, რუსეთის ფედერაციასთან სერიოზული დაპირისპირება აქვს, განსხვავებით ინგლისურენოვანი სტატიისგან.

„უპირველეს ყოვლისა, უნდა ვნახოთ გერმანული რედაქციის სტატია, შესანიშნავი სტატია, როგორც პრემიერმინისტრის, ასევე მთავრობის და მისი პოლიტიკის დახასიათებით. იმის ხაზგასმით, რომ რუსეთის ფედერაციასთან საკმაოდ სერიოზული განსხვავებები და დაპირისპირება გაგვაჩნია ოკუპაციის გამო. რეალური სურათია აღწერილი. არსებობს კიდევ ინგლისური რედაქციის სტატია, რომელიც „მიუთითებს“, რომ გახარია არის რუსეთის კაცი და იმეორებს ჩვენი ოპონენტების გამონათქვამს ამასთან დაკავშირებით. ბრჭყალებში მიუთითებს, რომ ოპონენტები ასე ამბობენ. საერთოდ, უკვე მერვე საოცრებად იქცა მსოფლიოში ის მეთოდები, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები მიმართავენ ინფორმაციის დამახინჯების და საერთოდ, ამ ტექნოლოგიების ჩამოყალიბებით. მგონი, რუსეთსაც კი გადააჭარბეს, ისეთი პროგრესი და წინსვლა აქვთ ამ მიმართულებით“,- განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930