გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვახტანგ ჭარაია: BMG-ის სტატია ფეიკნიუსის კლასიკური სქემაა, როცა მსხვერპლის მოძალადედ, ხოლო მოძალადის მსხვერპლად წარმოჩენა ხდება და ეჭვი მაქვს, ეს სტატია შემთხვევით არ გამოჩეკილა

10-09-2019

CREDIT SUISSE-ს ბიძინა ივანიშვილისთვის 150 მილიონი ფრანკის გადახდა დაეკისრა და საინადაც მათ 85 მილიონი ფრანკი უკვე გადაიხადეს. უფრო მეტიც, თაღლით ბანკირს 5 წლით თავისუფლების აღკვეთაც მიუსაჯეს. BMG - ის სტატია კი ,,ფეიქ ნიუსის“ კლასიკური სქემაა, როცა მსხვერპლის მოძალადედ, ხოლო მოძალადის მსხვერპლად წარმოჩენა ხდება,- ამის შესახებ ეკონომიკური ექსპერტი ვახტანგ ჭარაია სოციალურ ქსელში წერს.

,,კლასიკური "ფეიქ ნიუსი", სამწუხაროდ BMG-ს შესრულებით, რომელიც ბიზნეს მედიაში წამყვან გამოცემად უნდა გვევლინებოდეს დავიწყოთ სტატიის სათაურით, რომელიც აბსოლუტურად საპირისპირო პათოსის მატარებელია ორიგინალში - The oligarchs, betrayed by a former Credit Suisse banker, have reached the bank with a new claim. At the same time they pull the case even more into the limelight. - https://www.finews.ch/…/37934-cs-bidzina-ivanishvili-betrug. სანამ სტატიის შინაარსზე გადავალთ, გავიხსენებ, როგორ ცდილობდა რუსთავი 2, რეალობის მოდელირებით გაეჩინა განცდა, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი თანხის, თაღლითი ბანკირის მიერ მოპარვის საქმეზე, თავად ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დგებოდა. რაც იყო-იყო და ის რუსთავი-2 იყო, მაგრამ ბიემჯი-ს გუშინდელი სტატია ნადმვილად გასაკვირია, მას შემდგომ რაც CREDIT SUISSE-ს ბიძინა ივანიშვილისთვის 150 მილიონი ფრანკის გადახდა დაეკისრა და საიდანაც მათ 85 მილიონი ფრანკი უკვე გადაიხადეს. უფრო მეტიც, იმ თაღლით ბანკირს 5 წლით თავისუფლების აღკვეთაც მიუსაჯეს. უფრო შორს, რომ წავიდეთ ბიემჯი-ს სტატია ფეიკნიუსის კლასიკური სქემაა, როცა მსხვერპლის მოძალადედ, ხოლო მოძალადის მსხვერპლად წარმოჩენა ხდება. ეჭვი მაქვს, რომ ეს სტატია შემთხვევით არ გამოჩეკილა და თუ ვისი ინტერესი შეიძლება იდგეს ამ პრიმიტიული სტატიის უკან. მაგრამ უხერხულია ამდენი ფეიქ ნიუსი, აღარ გამოვა ამდენჯერ”,- წერს ვახტანგ ჭარაია სოციალურ ქსელში და BMG-ის სტატიას აზიარებს.

https://www.bm.ge/ka/article/quotbidzina-ivanishvili-credit-suisse-is--xelmdzgvanelobaze-zewolas-axdensquot---shveicariuli-media/39615

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930