გაიგე განსხვავებული

კვირა, აგვისტო 03, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეროვნული უსაფრთხოების საკითხების მკვლევარი: საქართველო ისევ გამორჩეულად ეხმარება ნატო-ს

23-02-2018


 

ეროვნული უსაფრთხოების საკითხების მკვლევარის პიტერ ბრუკსის განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაციამ დაამტკიცა, რომ საქართველოს მტკიცე


მხარდამჭერია, თუმცა ისევ არის შეკითხვები, რომლებზეც პასუხებია გასაცემი.


 

ამის შესახებ მან ვაშინგტონში ჰერითიჯის ფონდში საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივებზე და გამოწვევებზე დისკუსიის ფარგლებში განაცხადა.


 

,,დღეს რუსეთი განაგრძობს საქართველოს 20%-ის ოკუპაციას. საქართველო ისევ გამორჩეულად ეხმარება ნატო-ს, იმის მიუხედავად, რომ მისი წევრი ვერ გახდა. ტრამპის ადმინისტრაციამ დაამტკიცა, რომ საქართველოს მტკიცე მხარდამჭერია. ვიცე-პრეზიდენტი პენსი აგვისტოში საქართველოში იმყოფებოდა. სახელმწიფო დეპარტამენტმა და კონგრესმა კი თანხმობა მისცეს დეკემბერში ანტი სატანკო შეიარაღების - ჯაველინების მიყიდვას. თუმცა ისევ არის შეკითხვები, რომლებზეც პასუხებია გასაცემი. მათ შორის, რა გზებს წარმოადგენს ადმინისტრაცია საქართველოს მხარდასაჭერად და შეუწყობს თუ არა ის ხელს, გახდეს საქართველო ნატო-ს წევრი" - განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხების მკვლევარმაპიტერ ბრუკსი.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031