გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი: რთველი წელსაც წარმატებული იქნება

11-09-2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ივნისში განვითარებულმა მოვლენებმა ღვინის კომპანიების მოლოდინები შეცვალა, თუმცა, სახელმწიფოს ყველა რესურსი აქვს მობილიზებული - მევენახეებს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩებათ.

„სპეკულაციები, ყურძენზე ფასის კლებასთან დაკავშირებით, ხშირ შემთხვევაში, პოლიტიკური ძალების ან მიზანმიმართულად არასწორად ინფორმირებული მევენახეების მხრიდან მოდის და სრულიად უსაფუძვლოა. სახელმწიფოს ყველა რესურსი მობილიზებული აქვს, მევენახეებს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩებათ. სახელმწიფოს მიერ დაქირავებული ქარხნები გახსნილია მთელი კახეთის მასშტაბით, რაც იმის გარანტიაა, რომ ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ იქნება. ფასებს რაც შეეხება, წელს შარშანდელ მინიმალურ ფასზე ქვემოთ ფასები არ ჩამოსულა.

მოგეხსენებათ, ბოლო წლებია ყურძენზე ფიქსირებული ფასი აღარ არსებობს. მიკროზონების, ხარისხის, სახეობის მიხედვით ყურძნის ფასი არის სხვადასხვა. მათ შორის, საფერავის ფასი არის მინიმუმ ლარნახევარი, ორი ლარი ან მეტი ადგილწარმოშობის მიხედვით, რაც მაღალია ყველა წინა წელთან შედარებით. თუ არ ჩავთვლით 2018 წელს, რომელიც გამოირჩეოდა განსაკუთრებულად მაღალი მოთხოვნით და რეკორდული ფასებით. შარშანაც რქაწითელთან დაკავშირებით ჩვენ სუბსიდიის რეჟიმიდან გამოვედით, მაგრამ ჩაუბარებელი ყურძენი არ დავტოვეთ. მინიმალური სტანდარტი სახელმწიფომ შექმნა იმ არაკონდიციურ ყურძენზე, რომელსაც ჩაბარების პრობლემა ჰქონდა და 70 თეთრი ღირდა. წელს ვითარება ანალოგიურია, ამიტომ სპეკულაციები ფასის კლებასთან დაკავშირებით არის აბსოლუტურად უსაფუძვლო", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930