გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქეთევან ციხელაშვილი: არჩილ ტატუნაშილის გარდაცვალებაზე ინფორმირებულია ევროპის სადამკვირვებლო მისია, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს მისი გარდაცვალების ზუსტი გარემოებების დადგენა

23-02-2018

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ცხინვალში გარდაცვლილი ქართველი ძალის გამოყენებით დააკავეს და მისი დაღუპვა გაურკვეველ ვითარებაში მოხდა.

ამ განცხადებით ციხელაშვილი ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლების მიერ დაკავებული ქართველის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა.

ციხელაშვილმა გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.

„სამძიმარს ვუცხადებ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს. ამ მომენტისთვის ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, ის გუშინ ახალგორში დააკავეს, მის მიმართ გამოყენებული იქნა ძალა და სრულიად გაურკვეველ ვითარებაში მოხდა მისი სიცოცხლის ხელყოფა. უკვე გააქტიურებული გახლავთ ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროპოს სადამკვირვებლო მისია და ჟენევის თანათავმჯდომარეები, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს მისი გარდაცვალების ზუსტი გარემოებების დადგენა და მიეცეს ადეკვატური შეფასება ამ უმძიმეს ფაქტს, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს და მთლიანად საოკუპაციო რეჟიმს“- განაცხადა ციხელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილი დღეს ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის ცხინვალის წარმომადგენლებმა გუშინ საქართველოს სხვა ორ მოქალაქესთან ერთად დააკავეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930