გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვახტანგ ყოლბაია ევროკავშირის  დელეგაციის წარმომადგენელს  შეხვდა  

23-02-2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია  ევროკავშირის  ხელმძღვანელის  მოადგილეს  კარლო ნატალეს შეხვდა.

შეხვედრაზე ვახტანგ ყოლბაიამ ევროკავშირის  დელეგაციის წარმომადგენელს  მიაწოდა ინფორმაცია  აფხაზეთის  ლეგიტიმური მთავრობის  საქმიანობისა და განხორციელებული პროექტების შესახებ. საუბარი შეეხო ოკუპირებულ აფხაზეთში განათლებისა და ჯანდაცვის სფეროში არსებულ ვითარებას, ხაზი გაესვა გალის რაიონში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის საკითხს.

  მხარეები შეთანხმდნენ ურთიერთობების გააქტიურებაზე და  შესაძლო პროექტების  განხორციელებაზე,  რომელიც   ორიენტირებული იქნება როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები, ისე დევნილობაში მყოფი მოსახლეობის  კეთილდღეობაზე.

შეხვედრას ევროკავშირის დელეგაციის პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების წარმომადგენელი  ირაკლი ქობალია,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031