გაიგე განსხვავებული

კვირა, აპრილი 06, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
"აუდის" ახალ ავტომობილს გზას ფარების ნაცვლად დრონები გაუნათებენ

13-09-2019

გერმანულმა კომპანიამ Audi-მ ფრანქფურტის 68-ე საერთაშორისო ავტოსალონზე წარმოადგინა კონცეპტუალური ელექტრომობილი Audi AI: Trail-ი, რომელსაც ფარები არ აქვს. ამის შესახებ გამოცემა The Verge-ი წერს.


ფარების ფუნქციას შუქდიოდურ ელემენტებზე მომუშავე ხუთი სამკუთხა დრონი შეასრულებს, რომლებიც ავტომობილის წინ იფრენენ, გზას გაანათებენ და ჩაშენებული კამერებიდან ვიდეოგამოსახულებას ავტომობილის მონიტორზე გადასცემენ.


კომპანიის ინფორმაციით, AI: Trail-ი მაღალი გამავლობის ავტომობილია, რომლის უკანა სავარძლების მოხსნა და მათი ჰამაკების სახით გამოყენება არის შესაძლებელი. ერთი დამუხტვით ავტომობილი 400-500 კილომეტრს გაივლის. დაიწყება თუ არა ოდესმე კონცეპტის მიხედვით ავტომობილების სერიული წარმოება, ჯერჯერობით უცნობია.



https://imedinews.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930