გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ტბა, სადაც გარდაცვლილთა სულები ბინადრობენ

23-02-2018

კელიმუტუ არის ვულკანი, რომელიც მდებარეობს პატარა ქალაქ მონისთან ახლოს, კუნძულ ფლორესზე ინდონეზიაში, ქალაქ ენდეს აღმოსავლეთით დაახლოებით 50 კილომეტრში, აღმოსავლეთ მცირე ზონდის კუნძულების პროვინციაში.

 

მას აქვს სამი ვულკანური კრატერი, სადაც მდებარეობს ტბები სხვადასხვა ფერებით. მოხუცების ტბას (Tiwu Ata Bupu), როგორც წესი, ლურჯი შეფერილობა აქვს და მდებარეობს ყველაზე დასავლეთით, დანარჩენი ორი ტბა, ახალგაზრდების ტბა (Tiwu Ko'o Fai Nuwa Muri) და მოჯადოებული ტბა (Tiwu Ata Polo) ერთმანეთისგან გაყოფილია საერთო კრატერის გვერდით და მწვანე ან წითელი შეფერილობა აქვთ. მათი ფერები იცვლება დროდადრო. არსებული ფუმაროლები არიან მიზეზი ღრმად არსებული წყლების ზედაპირზე ამოსვლის, რაც ხდება აღმოსავლეთით მდებარე ორ ტბაში.

 

 ისტორიის მანძილზე უმნიშვნელო ამოფრქვევის მიზეზები ტბები არიან. კელიმუტუს ვულკანის 1639 მეტრზე მდებარე მწვერვალი გადანაწილებულია ორ კილომეტრზე. კელიდოს და კელიბარას უძველესი კონუსი მდებარეობს ჩრდილოეთით სამ კილომეტრზე და სამხრეთით 2 კილომეტრზე. ტბები წარმოადგენს პოპულარულ დანიშნულების ადგილს ტურისტებისთვის.

 

კელიმუტუ გეოლოგების ინტერესს იწვევს, რადგან ტბებს აქვთ სხვადასხვა შეფერილობა, მაგრამ ყველა მათგანი ერთი ვულკანის შემადგენელი ნაწილია. კელიმუტუს ეროვნული პარკის თანამშრომლის განცხადებით, ტბაში ფერები იცვლება არსებული მინერალების გამო, მათში მიმდინარე ქიმიური რეაქციების შედეგად.

 

ლეგენდა კელიმუტუს შესახებ:

 

ტბები არის ფირუზისფერი და რეალურს არ ჰგვანან, ერთი ისეთი მუქი ლურჯია, რომ შავი გეგონებათ, და სხვების ფერები იცვლება ყავისფერიდან ლურჯამდე და წითლიდან თეთრამდე.

 

როდესაც ვინმე გარდაიცვლება, მისი სული მიდის რომელიმე ტბაში, რაც დამოკიდებულია ასაკზე და გარდაცვლილ პიროვნებაზე. გარდაცვლილების სულები სძენენ ტბას სხვადასხვა ფერებს. ამ მისტიურ ადგილზე ლეგენდა შეიქმნა დიდი ხნის წინ, როდესაც ადგილობრივ მოსახლეობას სჯეროდა, რომ იგი იყო წმინდა ადგილი.



 

 

qartuliazri.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930